20:22 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1733)
135 0 0

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1568 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1279, გარდაიცვალა 19 ადამიანი.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმეტესობა „ავერსის" კლინიკასთან არის დაკავშირებული, რომლის ხელმძღვანელობასაც დამატებითი რეკომენდაციები მიეცა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისი განმარტებით, კლინიკა „ავერსის" ყველა თანამშრომელს ტესტირება უტარდება.

„კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად კლინიკა „ავერსს" უკავშირდება. კლინიკას დამატებითი რეკომენდაციები მიეცა. დღევანდელი მდგომარეობით, „ავერსის" კლინიკის ქსელის ყველა თანამშრომელი იტარებს ტესტირებას. ვითარება როგორც მინისტრის, ისე პრემიერის კონტროლის ქვეშაა", – განაცხადა ტიკარაძემ. 

რაც შეეხება მაღაზიებთან დაკავშირებულ სიტუაციას, გუშინ მაღაზიათა ქსელ „ნიკორას" ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ტიკარაძის განმარტებით, ვითარება აქ შემაშფოთებელი არ არის.

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1568-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1279, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 6250 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 289 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1733)

მთავარი თემები