21:18 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (215)
679 0 0

თუ ოჯახი დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ვებგვერდზე დარეგისტრირებას, მან სოციალური მომსახურების სააგენტოს, იუსტიციის სახლს და „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს უნდა მიმართოს

თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. ერთჯერად 200-ლარიან დახმარებას სახელმწიფოსგან დღეს 200 ათასი 18 წლამდე ბავშვი მიიღებს, განაცხადა პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა.

ერთჯერადი დახმარების მისაღებად სპეციალურ პორტალზე უკვე 857 ათასი ბავშვი დარეგისტრირდა. ბავშვების ფინანსური დახმარების გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში მოსახლეობის მატერიალური მხარდაჭერის მიზნით მიიღო. ფულად შემწეობას მიიღებენ ბავშვის მშობლები ან კანონიერი წარმომადგენლები.

„დღეს ჩვენ დახმარებას ვურიცხავთ 200 ათასამდე ბავშვს. ეს კომპენსაცია სასწავლო პროცესის დაწყებამდე უნდა გაიცეს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ოჯახებს ბავშვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

შემწეობის მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე daxmareba.moh.gov.ge 15 აგვისტოს დაიწყო და 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.

თუ ფიზიკური პირი ელექტრონულ პორტალზე დარეგისტრირებას ვერ შეძლებს, მან უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან ადგილობრივ თვითმმართველობას, ასევე, იუსტიციის სახლს, საზოგადოებრივ ცენტრს და „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს.

რეგისტრაციის შესაბამისი ინსტრუქციები ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე www.moh.gov.ge.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (215)

მთავარი თემები