21:13 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა (24)
21 0 0

გასული წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა, პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.

თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტო და აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლით ღონისძიებებს ახორციელებს.

სურსათი ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 12 ადმინისტრაციული ერთეულში თერმული ნისლის ტექნოლოგიით 2 520 ჰექტარი ფართობი დამუშავდა.

ანალოგიური ღონისძიებები დაგეგმილია ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულში.

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრში ფუნქციონირებს „სმს“-გზავნილების სისტემა, რომელიც მოსახლეობას წინასწარ აწვდის ინფორმაციას დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ–ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.

გასული წლის აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა, პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.

თემები:
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა (24)

მთავარი თემები