12:34 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1762)
75 0 0

მატარებლის მგზავრების, სასტუმროს პერსონალისა და საზკვების ობიექტის თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში ან საკარანტინო სივრცეებში არიან მოთავსებული.

თბილისი, 31 აგვისტო — Sputnik. ეპიდემიოლოგებმა ოპერატიულად დაადგინეს კორონავირუსით ინფიცირებული ქალის კონტაქტები, რომელმაც თბილისი–ზუგდიდის მატარებლით იმგზავრა. მათგან ნაწილი მგზავრია, ასევე ზუგდიდში იმ სასტუმროს პერსონალი, სადაც გაჩერდა. ისინი უკვე იზოლირებული ან საკარანტინო ზონებში არიან მოთავსებული, იუწყება Rustavi 2.

ახალგაზრდა ქალი თბილისიდან ზუგდიდში 28 აგვისტოს მატარებლით ჩავიდა და სასტუმროში გაჩერდა. ვაგზლიდან სასტუმრომდე ქალმა ტაქსით იმგზავრა.

ამ დროისათვის იგი მკურნალობას სოფელ რუხის კლინიკაში გადის.

სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას თქმით, 30 წლის ქალის კონტაქტები უკვე დადგენილია.

„30 წლის ქალის კონტაქტები გამოვლენილია მატარებელშიც, სასტუმროშიც და საზკვების ობიექტებშიც. მათი ნაწილი კარანტინშია, ნაწილი – თვითიზოლაციაში", – განაცხადა თორიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 18-ით გაიზარდა და 1487-ს მიაღწია. ამასთან, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19-ით გაიზარდა და 1240 შეადგინა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1762)

მთავარი თემები