გამყრელიძე: კორონავირუსთან ერთად შემოდგომაზე გრიპის სეზონიც გააქტიურდება

გამოწერა
გამყრელიძის განცხადებით, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია გაციების პერიოდი და რესპირაციული ინფექციების თანდართვა.

თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. სახელმწიფოს აქვს ნაყიდი დაახლოებით 135 ათასი დოზა გრიპის ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში ოქტომბრის პირველ ნახევარში შემოვა, განუცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პირველ არხს.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
როდის გაჩნდება კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში – გამყრელიძის პასუხი

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა,  ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ მოსახლეობა გრიპის სეზონს აცრილი დახვდეს.

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ კიდევ გავზარდოთ გრიპის ვაქცინის რაოდენობა, თუ არის შესაძლებელი, რადგან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა გრიპის ვაქცინაზე. ასევე, კერძო სექტორი შემოიტანს და სახელმწიფო აცრის რისკჯგუფებს. ეს ორგანიზებულად დაიწყება ოქტომბერში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ზოგადად შემოდგომაზე, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია გაციების პერიოდი და რესპირაციული ინფექციების თანდართვა.

„ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია გაციების პერიოდი და რესპირაციული ინფექციების თანდართვა. შესაბამისად, ის პროფილაქტიკური ღონისძიებები, რაც კორონავირუსზე ვრცელდება, ყველა რესპირაციულ ინფექციაზეცაა და ეს მოსახლეობამ უნდა დაიცვას“, - განაცხადა მან.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა კორონავირუსის ვაქცინაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ვაქცინა წლის ბოლომდე, დიდი ალბათობით, ვერ იქნება დამტკიცებული, ამიტომ ინფექციასთან დასაპირისპირებლად ისევ რჩება  შემზღუდავი ღონისძიებები და დისტანცირება.

COVID 19 და სეზონური გრიპი: ადამიანის ორგანიზმი ორივეს ერთნაირად ებრძვის - ახალი კვლევა>>

„არ მგონია, რომ ეს იყოს დრამატული, რადგან ჩვენთან ჯერჯერობით ეპიდსიტუაცია მართვადია სრულად და კონტროლს ექვემდებარება. როგორც ხედავთ, ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს უმრავლესად ერთნიშნა რიცხვები, დღესაც გვაქვს რვა ახალი შემთხვევა, მაქსიმუმ არის 20-მდე შემთხვევა, ეს პროგნოზირებადი იყო და მოსალოდნელი, რომ იქნებოდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
საქართველოში ეპიდვითარება მართვადია – ამირან გამყრელიძე

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ ბოლო დღე-ღამეში 1455-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 1196 ადამიანი, გარდაიცვალა – 19.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

საქართველოში ყველაზე ხშირად B ტიპის ვირუსი ფიქსირდება, რომელიც ხასიათდება კლინიკურად შედარებით მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით. ასევე ხვდება A ტიპის – H3 და H1 ვირუსები, აგრეთვე რინოვირუსები.

სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალება. მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი შეამციროს 60%-ით მთელ მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.

ყველა ახალი ამბავი
0