05:52 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1734)
140 0 0

კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ინფიცირების წყარო სამ შემთხვევაში უცნობია. ეპიდემიოლოგები მათ დადგენას ცდილობენ.

თბილისი, 28 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირების წყარო სამ შემთხვევაში უცნობია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

რაც შეეხება დანარჩენ ინფიცირებულებს, აქედან ორი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, სამი კი „იმპორტირებული“ შემთხვევაა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, წყაროს დადგენის მიზნით სამი პაციენტის კონტაქტების კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს.

„სამ შემთხვევაზე ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის მიზნით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 232 ინფიცირებული მკურნალობს. უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში კი 18 პაციენტი გადის მკურნალობას.

ეზუგბაიას განცხადებით, ამჟამად კრიტიკულია ოთხი პაციენტის მდგომარეობა. მძიმე მდგომარეობაშია 17 პაციენტი.

ეპიდემიოლოგების მონაცემებით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელია 82%.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 1455 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1196, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 5806 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 230 პაციენტია.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

თემები:
COVID-19 საქართველოში (1734)

მთავარი თემები