კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 1196 ადამიანი, გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5943, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტია.

თბილისი, 28 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რვით გაიზარდა და 1455-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 1196 ადამიანი, გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5943, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 252 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0