00:22 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2079)
123310

სოციალურ ქსელში ვრცელდება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის კომენტარი, რომელიც მან დონალდ ტრამპს მის მეუღლესთან დაკავშირებით დაუწერა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველ ლედის მელანია ტრამპს, რომელსაც 50 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე სოციალურ ქსელში მიულოცა.

ტრამპის მილოცვას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილიც შეუერთდა და სტატუსზე კომენტარებში დაწერა – Happy Birthday Melanie. სოციალურ ქსელში პოლიტიკოსის კომენტარმა დიდი მხიარულება გამოიწვია.

კომენტარს უამრავი გამოხმაურება აქვს, შალვა ნათელაშვილს მისი ვაშინგტონში, თეთრ სახლთან აქციაც შეახსენეს, რომელიც ისეთი მასშტაბით გაშუქდა, რომ ამას თავად „ლეიბორისტების“ ლიდერიც ვერ წარმოიდგენდა. ყველაზე პოპულარული მაშინ „დაუნ ვი დიქტეიტეს“ სკანდირება იყო.

მას შემდეგ, როგორც ჩანს, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ინგლისური გაიუმჯობესა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბილ კლინტონს დაბადების დღე სოციალურ ქსელში კომენტარით მიულოცა. Happy birthday, President bill Clinton – (გილოცავთ დაბადების დღეს, პრეზიდენტო ბილ კლინტონ) - წერდა 2014 წელს შალვა ნათელაშვილი.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2079)

მთავარი თემები