Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რა მისწერა შალვა ნათელაშვილმა დონალდ ტრამპს მელანიაზე - ფოტო

© REUTERS / Carlo Allegriდონალდ ტრამპი კოცნის მეუღლეს - მელანია ტრამპს
დონალდ ტრამპი კოცნის მეუღლეს - მელანია ტრამპს  - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში ვრცელდება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის კომენტარი, რომელიც მან დონალდ ტრამპს მის მეუღლესთან დაკავშირებით დაუწერა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირველ ლედის მელანია ტრამპს, რომელსაც 50 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე სოციალურ ქსელში მიულოცა.

ტრამპის მილოცვას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილიც შეუერთდა და სტატუსზე კომენტარებში დაწერა – Happy Birthday Melanie. სოციალურ ქსელში პოლიტიკოსის კომენტარმა დიდი მხიარულება გამოიწვია.

კომენტარს უამრავი გამოხმაურება აქვს, შალვა ნათელაშვილს მისი ვაშინგტონში, თეთრ სახლთან აქციაც შეახსენეს, რომელიც ისეთი მასშტაბით გაშუქდა, რომ ამას თავად „ლეიბორისტების“ ლიდერიც ვერ წარმოიდგენდა. ყველაზე პოპულარული მაშინ „დაუნ ვი დიქტეიტეს“ სკანდირება იყო.

მას შემდეგ, როგორც ჩანს, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა ინგლისური გაიუმჯობესა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბილ კლინტონს დაბადების დღე სოციალურ ქსელში კომენტარით მიულოცა. Happy birthday, President bill Clinton – (გილოცავთ დაბადების დღეს, პრეზიდენტო ბილ კლინტონ) - წერდა 2014 წელს შალვა ნათელაშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0