ახალი სპეცრეისი სტუდენტებისთვის – ამჯერად ბუდაპეშტის მიმართულებით

© Sputnik / Alexander ImedashviliAirzena Georgian Airlines–ს თვითმფრინავი
Airzena Georgian Airlines–ს თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კორონავირუსის გამო საქართველოდან ფრენები მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში ხორციელდება, დანარჩენ ქვეყნებში კი საქართველოს მთავრობა სპეცრეისებს ნიშნავს.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ევროპაში სწავლობენ, ბუდაპეშტის მიმართულებით რეისი შესრულდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

სტუდენტების გადასაყვანად საქართველოდან გერმანიის მიმართულებით 25 ივლისს და 11 აგვისტოს ფრენები უკვე განხორციელდა.

ცარიელი აეროპორტი - Sputnik საქართველო
საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვა გახანგრძლივდა

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ბილეთის ფასი არ იქნება 199 ევროზე მეტი და, საჭიროების შემთხვევაში, ჩარტერული რეისების ეს პროგრამაც გაგრძელდება.

„მოთხოვნა შენარჩუნებულია და შესაბამის სამინისტროებთან ახალგაზრდობის სააგენტოს ეფექტური მუშაობის შედეგად დადგინდა ახალი მიმართულება – ბუდაპეშტი, რომელიც განხორციელდება უახლოეს პერიოდში. ეს ჩვენს სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, შეღავათიან ფასებში გადაფრინდნენ ევროპაში. ეს არ იქნება მხოლოდ იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ბუდაპეშტში სწავლობდნენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები მარტში სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა 21 მარტიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა.

მორიგი სპეცრეისი: Georgia Airways–მა ქართველი სტუდენტები გერმანიაში ჩაიყვანა>>

ივლისის ბოლოს საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა ხუთ ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში უპირობო შემოსვლის უფლება აქვთ. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. დანარჩენ ქვეყნებში კი მოქალაქეთა ჩასაყვანად და წამოსაყვანად საქართველოს მთავრობა სპეცრეისებს ნიშნავს.

ყველა ახალი ამბავი
0