05:11 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1742)
150 0 0

საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული საბოლოო რეკომენდაციები და შეზღუდვები ხვალ გახდება ცნობილი.

თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. დღეს ბიზნეს-ომბუდსმენთან ერთად გაიმართება დასკვნითი შეხვედრა როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე დაინტერესებულ პირებთან და ბაღებთან დაკავშირებით საბოლოო პროტოკოლზე შევჯერდებით, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საბავშვო ბაღები მუშაობას 1 ოქტომბრიდან განაახლებენ.

ფერაძის განცხადებით, ბაღებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებული საბოლოო რეკომენდაციები ხვალ გახდება ცნობილი. თუმცა ბაღებში აკრძალვებთან დაკავშირებით რიგი რეკომენდაციები უკვე შემუშავებულია. 

კერძოდ, იკრძალება მშობლების შესვლა ბაღის შენობაში. ბავშვის მიღება და შესაბამისი პროცედურების განხორციელება ბაღის თანამშრომლის მიერ უნდა მოხდეს.

ასევე გამოყოფილი უნდა იყოს შესაბამისი საიზოლაციო ოთახი იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში რომელიმე ბავშვს ან ადმინისტრაციის რომელიმე თანამშრომელს დაუფიქსირდება ტემპერატურა. ბაღის პერსონალს კი ასწავლიან, თუ როგორ უნდა იმოქმედონ აღსაზრდელებთან ურთიერთობისას.

გარდა ამისა, წესდება შეზღუდვები ბავშვის ბაღიდან გამოყვანასთან დაკავშირებითაც.

რა პირობების შესრულება მოუწევთ ახალი სასწავლო წლიდან ბაგა-ბაღებს>>

„წესდება ასევე შეზღუდვები ბავშვის გამოყვანის დროს. რადგან მშობელი ვერ შევა ბაღის შენობაში, მინიმუმ 10 წუთით ადრე უნდა დარეკოს ბაღის შესაბამის წარმომადგენელთან და ითხოვოს ბავშვის გაყვანა, და ეს მოხდეს შესასვლელიდან“, – განაცხადა ფერაძემ.

ამას გარდა, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა ჭურჭლის რეცხვასთან დაკავშირებითაც – ჭურჭელს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს. ასევე უნდა შედგეს გრაფიკი, რათა ბავშვების რაოდენობა ჯგუფში იყოს დაბალანსებული.

იკრძალება აგრეთვე სათამაშოების წაღება სახლიდან. აკრძალულია ისეთი სათამაშოს გამოყენებაც, რომლის დეზინფექცია  რთულად განსახორციელებელია. სათამაშოების რეცხვა შესაბამისი წესით, 37 გრადუსზე უნდა მოხდეს. ფერაძის განცხადებით, დეტალურად გაიცემა მისი გაშრობის ინსტრუქციაც.

როგორც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა, შრომის ინსპექცია როგორც სკოლების, ასევე ბაღების შემოწმებას იწყებს და მათი ფუნქციონირების განახლება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე მოხდება.

თბილისის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება>>

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სასწავლო დაწესებულებაში სწავლა 2 მარტს შეწყდა. სწავლის განახლების თარიღი სამჯერ გადაიტანეს. საბოლოოდ კი 24 აპრილს ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სასწავლო დაწესებულებები სწავლას სექტემბრამდე არ განაახლებდნენ.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1742)

მთავარი თემები