02:37 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1734)
444 0 0

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა საქართველოში დღეში ხუთიდან ოცამდე მერყეობს.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალ კორონავირუსზე იანვრის ბოლოდან მოყოლებული ჯამში 350 ათასი PCR–ტესტია ჩატარებული, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

„ქვეყანაში გაფართოებულია ყოველდღიური PCR–ტესტირების რიცხვი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ ყოველდღიურად გვაქვს 4 830 PCR–ტესტირება. იყო დღეები, როდესაც იყო ხუთიდან ექვს ათასამდე. მთლიანად ქვეყანაში იანვრის ბოლოდან მოყოლებული ჩატარებულია 350 ათასი PCR–ტესტი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ზოგადად ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია და კონტროლს ექვემდებარება.

„ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გვაქვს ერთეული შემთხვევები, დაახლოებით 5, 10, 15, 20-მდე, რომლებიც, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის, რადგანაც ისინი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მიერ კარგად იმართება. დროულად ხდება იდენტიფიცირება ყველა ახალი შემთხვევის და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამავდროულად მიმდინარეობს სწრაფი, ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული ტესტების გამოყენება, რომლებიც ძირითადად გამოიყენება საზღვრებზე შემოსულ მძღოლთა სწრაფი კონტროლისთვის. ასეთი ქვეყანაში უკვე ჩატარებულია 224 ათასი. და თუ მიიღება საეჭვო ან დადებითი პასუხი, ის პიროვნება იტესტება PCR ტექნოლოგიით.

საქართველოში ეპიდვითარება მართვადია – ამირან გამყრელიძე>>

„ხვალ და ზეგ ძირითადად უმთავრდებათ საკარანტინო ვადა იმ პირებს, რომლებიც იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში ან კარანტინში. მათ უმრავლესობას, 80-85 პროცენტს უკვე ჩატარებული აქვს განმეორებითი ტესტირება, ყველა უარყოფითი იყო და დატოვებენ საკარანტინო სივრცეებს. დარჩენილ 15-20 პროცენტს ხვალ და ზეგ ჩაუტარდება ტესტირება და დიდი იმედი გვაქვს, რომ იქაც უარყოფითი იქნება პასუხი“, – თქვა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პარალელურად სვანეთის სოფელ ლენჯერის მოსახლეობის დაახლოებით 60% ხელმეორედ გაიტესტა კორონავირუსზე.

„ჩვენ გვქონდა იქ შვიდი ადგილობრივი და ლენჯერთან დაკავშირებული ოთხი შემთხვევა განმეორებითი ტესტირებისას და ამ ადამიანებზე მიმდინარეობს სამედიცინო მეთვალყურეობა“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რვით გაიზარდა და 1429-ს მიაღწია, ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1150 ადამიანი, გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 255 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1734)

მთავარი თემები