ეზუგბაია: კორონავირუსის ყველა ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია

© Sputnik / Alex Shlamovინფექციური საავადმყოფო
ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1429-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1150, გარდაიცვალა 19 ადამიანი.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ყველა ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო ცნობილია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

კლინიკა - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

მისი თქმით, რვა ახალი შემთხვევიდან ერთი სვანეთის სოფელ ლენჯერს უკავშირდება, ორი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ოთხი „იმპორტირებულია“, მათგან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია და ერთი სამედიცინო პერსონალიდანაა.

ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 260 ინფიცირებული მკურნალობს. ხუთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, 23-ის კი მძიმე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1429-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1150, გარდაიცვალა – 19, კარანტინში იმყოფება 7005 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 255 პაციენტია.

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0