კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოჯანმრთელდა 1150 ადამიანი, გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 255 პაციენტია.

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რვით გაიზარდა და 1429-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ შეცვლილა, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1150 ადამიანი, გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 255 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0