00:39 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
132 0 0

სახელმწიფოსგან  ნერგების მიღების შესაძლებლობას ქართველ ფერმერებს დამატებითი პროგრამა მისცემს, რომელიც გაჩნდება პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ფერმერები, რომელთაც სტიქიის გამო დაუზიანდათ ან გაუნადგურდათ ნერგები, სახელმწიფოსგან ახალ, უფრო ხარისხიან ჯიშებს მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

სახელმწიფოსგან დახმარების სახით ნერგების მიღების შესაძლებლობას ქარველ ფერმერებს ის ახალი დამატებითი პროგრამა მისცემს, რომელიც გაჩნდება პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში. პროგრამას სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში.

„ჩვენ ვნახეთ, რომ სეტყვის შედეგად ბევრ ფერმერს გაუნადგურდა ნერგები და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პროგრამის ფარგლებში გაჩნდება ახალი დამატებითი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები, რათა მან აღადგინოს თავისი მრავალწლოვანი ბაღები. რაც მთავარია, ეს შეეხება ვაზსაც. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროგრამით მიეხმარება ქართველ ფერმერს, მევენახეს, რომ ჩაანაცვლოს უფრო ეფექტური, მაღალი ფასის ვაზის ჯიშებით ის ჯიშები, რომელიც მოჭარბებულად არის ქვეყანაში, მაგალითად, რქაწითელი, იმ შემთხვევაში, თუ მას ასეთი სურვილი ექნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, პროგრამით პირველ რიგში 2020 წლის 15 ივლისის შემდგომ დაზარალებული გლეხები ისარგებლებენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მაქსიმალური ფართობი, რომელსაც სახელმწიფო დაფარავს, ეს არის 50 ჰექტარი.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მართალია აგროდაზღვევა არის ის სტაბილური მექანიზმი, რომელიც მოსავლის გადარჩენის საშუალებას აძლევს ფერმერებს და კომპენსირებას უკეთებს ზარალს, რომელსაც სტიქიური მოვლენები იწვევს, მაგრამ აგროდაზღვევის მხრიდან არ არის დაფარული გარკვეული მიმართულებები და სეტყვის, ქარიშხლის, წყალდიდობის შემთხვევაში ფერმერებს მთლიანად უზიანდებათ ბაღები. ეს კი არ არის მხოლოდ მოსავლის დაკარგვა, არამედ მთლიანად მრავალწლიანი კულტურების დაზიანებას იწვევს.

„ამიტომ ჩვენ შემოვიტანეთ ეს კომპონენტი, რომელიც დროში შეზღუდული არ არის, იმუშავებს ყველა რეგიონში, შემდეგ წლებშიც იმუშავებს და ფერმერებს მისცემს საშუალებას, რომ განაახლონ თავიანთი ბაღები იმ შემთხვევაში, თუ სტიქიური მოვლენები მოხდა. ფაქტიურად, სახელმწიფო 100%-ით აუნაზღაურებს ფერმერებს ახალი ნერგების ღირებულებას. ასევე განსაკუთრებული მოქნილობა ეძლევათ ჩვენს ფერმერებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ესა თუ ის მრავალწლიანი კულტურა სხვა კულტურით ჩაანაცვლონ. მათ საშუალება ეძლევათ, რომ ახალი კულტურის ბაღები გააშენონ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, ეს ეხება როგორც მრავალწლიანი კულტურების ბაღებს, ასევე ვენახებს.

 

მთავარი თემები