ორი კარავი ბათუმში და კორონავირუსზე ტესტირება ნებაყოფლობით: ტრიალებს თუ არა ვირუსი აჭარაში

© photo: Sputnikბათუმის ბულვარი
ბათუმის ბულვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 1361 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1098 ადამიანი.

თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. ბათუმის ბულვარში ორი კარავი განთავსდება, სადაც მოქალაქეები ნებაყოფლობით შეძლებენ ტესტირებას, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

გამყრელიძის განცხადებით, აღნიშნული ტესტირებით გაირკვევა, რამდენად ტრიალებს რეგიონში ვირუსი.

ბლოკპოსტი ლენჯერთან - Sputnik საქართველო
21 აგვისტოდან მესტიაში ყველა სოფელი გაიხსნება, გარდა ლენჯერისა და დაბა მესტიისა

„დიდი ალბათობით, ხვალიდან მოხდება აღწერა – რამდენი ღამის კლუბი, ბუნგალოა აჭარაში, და ყველას სავალდებულო ტესტირება დაიწყება. ასევე ვმუშაობთ საკითხზე, რომ ბათუმის ბულვარში დაიდგას ორი კარავი და ნებაყოფლობით შევთავაზოთ ადამიანებს ტესტირება, რათა გვქონდეს ინფორმაცია, ტრიალებს თუ არა აჭარის რეგიონში ინფექცია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 1361 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1098. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის ნიადაგზე გართულებებით ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0