მესტიის მუნიციპალიტეტში დღეს მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყება

© Sputnik / Alex Shlamovთერმოსკრინინგი
თერმოსკრინინგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რთული ეპიდვითარების გამო მესტიის მუნიციპალიტეტში მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები, ბანკები და ღია ცის ქვეშ მოწყობილი კვების ობიექტები.

თბილისი, 18 აგვისტო – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში დღეს მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყება, PCR–კვლევა კი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება, განაცხადა სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა, იუწყება „რუსთავი2“.

მესტიაში ინფიცირებულთა ყველა ადგილობრივი კონტაქტი დადგენილია>>

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა სოფელ ლენჯერს.

მასობრივი ტესტირება - Sputnik საქართველო
მესტიაში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება იწყება

ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.

ვიბლიანის ინფორმაციით, PCR–ტესტირება მხოლოდ იმ პირებს ჩაუტარდებათ, ვისაც კორონავირუსის გამოხატული ნიშნები აქვთ და ასევე დაავადებულებთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ.

როგორც სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილემ აღნიშნა, ამ დროისთვის მესტიაში სიტუაცია სტაბილურია.

„წუხელ გამოკვლეული ტესტირებებიდან ყველას პასუხი უარყოფითია. მუნიციპალიტეტში სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება. რაც შეეხება მეორად ტესტირებას, უკვე ეპიდემიოლოგები გადაწყვეტენ, როდის ჩატარდება ლენჯერის თემის მეორადი ტესტირება“, – განაცხადა ვიბლიანმა.

მისი ინფორმაციით, სოფლებში ყოვედღიურად რიგდება ჰუმანიტარული დახმარება, ასევე უზრუნველყოფილია ყველა მსურველის გადაყვანა საკარანტინო სივრცეებში.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
ამირან გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია მართვადია

მესტიაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად სპეციალურად შექმნილი რეგიონული შტაბი მუშაობს.

რთული ეპიდემიური ვითარების გამო მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები, ბანკები და ღია ცის ქვეშ მოწყობილი კვების ობიექტები.

მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 9 511 ადამიანს შეადგენდა. მუნიციპალიტეტში 132 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ქალაქის ტიპის ერთი დასახლება – მესტია.

ყველა ახალი ამბავი
0