11:32 22 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8050
  • 100 RUB4.2349
  • USD3.2295
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (170)
601 0 0

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოქალაქეებს და მგზავრებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე და რეისებზე ბილეთების შეძენისგან.

თბილისი, 17 აგვისტო - Sputnik. საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და 2020 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით მოქმედებს, იუწყება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.

სააგენტოს ინფორმაციით, „იზოლაციისა და კარანტინის წესების შემოღების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილების შესაბამისად, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც უკვე სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის (გერმანია), პარიზისა (საფრანგეთი) და რიგის (ლატვია) აეროპორტებს შორის. შესაბამისად, თუ საქართველოსა და ჩამოთვლილ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გამწვავდება, ავიაკომპანიების – Lufthansa-ს, AirFrance-ის და AirBaltic-ის რეგულარული რეისების შესრულება გაგრძელდება დადგენილი განრიგის შესაბამისად.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, სააგენტოს ცნობით, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით.

„გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19-ის პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს კვლავ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისგან“, – აღნიშნულია სააგენტოს გვერდზე.

სააგენტოს ცნობით, რეგულარული და ჩარტერული რეისების მუდმივად განახლებადი ფრენის განრიგი ხელმისაწვდომია ბმულზე.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა 21 მარტიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა.

ივლისის ბოლოს საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა ხუთ ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში უპირობოდ შემოსვლის უფლება აქვთ. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

საქართველო ამ ეტაპზე ქვეყანაში შემოსვლის უფლებას აძლევს კიდევ 13 ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. ესენია ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, სლოვაკეთი, ისლანდია და კვიპროსი. მათთვის აუცილებელია 14-დღიანი კარანტინის გავლა და თან – საკუთარი ხარჯით.

რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, მათთვისაც ძალაშია 14-დღიანი კარანტინი, მაგრამ ხარჯებს ამ შემთხვევაში სახელმწიფო დაფარავს.

სახმელეთო საზღვრები, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, დღემდე დაკეტილია, თუმცა სატვირთო გადაზიდვები სრულდება ჩვეულ რეჟიმში.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (170)

მთავარი თემები