სტამბული, კიევი და მინსკი: თბილისის აეროპორტიდან ჩარტერული რეისები დაინიშნა

© Sputnik / Alexander ImedashviliBelavia–ს თვითმფრინავი
Belavia–ს თვითმფრინავი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს ამ სამ ქალაქში ფრენების შესრულების ნებართვა უკვე მისცა.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბულის, კიევისა და მინსკის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მორიგი სპეცრეისი: Georgia Airways–მა ქართველი სტუდენტები გერმანიაში ჩაიყვანა>>

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადების შესაბამისად, ავიაკომპანიები ჩარტერულ ფრენებს შემდეგი განრიგით შეასრულებენ:

თარიღი ავიაკომპანია მიმართულება
16 აგვისტო Pegasus Airlines თბილისი - სტამბული
20 აგვისტო Belavia თბილისი - მინსკი
23 აგვისტო SkyUp Airlines თბილისი - კიევი
23 აგვისტო Pegasus Airlines თბილისი - სტამბული
28 აგვისტო Belavia თბილისი - მინსკი
30 აგვისტო Pegasus Airlines თბილისი - სტამბული
31 აგვისტო SkyUp Airlines თბილისი - კიევი

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს აღნიშნული მიმართულებებით ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვები უკვე მისცა.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა 21 მარტიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა.

 AirFrance - Sputnik საქართველო
Air France–მა საქართველოში რეგულარული ფრენები განაახლა

ივლისის ბოლოს საქართველომ საჰაერო სივრცე გაუხსნა ხუთ ქვეყანას, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში უპირობო შემოსვლის უფლება აქვთ. ესენია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

2 აგვისტოდან რეგულარული ფრენები განახლდა მიუნხენის მიმართულებით. გერმანული ავიაკომპანია Lufthansa პირველი ავიაკომპანიაა, რომელმაც ოთხთვიანი შესვენების შემდეგ საქართველოში რეგულარული ავიარეისები აღადგინა. 5 აგვისტოდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აღდგა თბილისსა და რიგას შორის, რომელსაც AirBaltic ასრულებს, ხოლო 8 აგვისტოს თბილისსა და პარიზს შორის ფრენები დაიწყო Air France-მა.

საქართველო ამ ეტაპზე ქვეყანაში შემოსვლის უფლებას აძლევს კიდევ 13 ქვეყნის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს. ესენია ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, სლოვაკეთი, ისლანდია და კვიპროსი. მათთვის აუცილებელია 14-დღიანი კარანტინის გავლა და თან – საკუთარი ხარჯით.

თბილისი–რიგა: დღეიდან ორ ქვეყანას შორის რეგულარული ავიარეისები შესრულდება>>

რაც შეეხება სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, მათთვისაც ძალაშია 14-დღიანი კარანტინი, მაგრამ ხარჯებს ამ შემთხვევაში სახელმწიფო დაფარავს.

სახმელეთო საზღვრები, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, დღემდე დაკეტილია.

ყველა ახალი ამბავი
0