03:06 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1734)
180 0 0

ქართველი ეპიდემიოლოგები ცდილობენ გამოარკვიონ – სად დაინფიცირდნენ საშიში COVID-19-ით ახალი პაციენტები.

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოავლინეს. აქედან ორი პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

კორონავირუსი მსოფლიოში – 17 აგვისტოს მონაცემები>>

რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, ორი უკვე დადგენილი შემთხვევის კონტაქტია, ერთი – „შემოტანილი“. ამ დროისთვის COVID–ცენტრებში 232 პაციენტი მკურნალობს.

პაციენტების მდგომარეობასთან დაკავშირებით ეზუგბაიამ განაცხადა, რომ ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 22-ის – მძიმე.

„ისინი კოვიდ-ცენტრების შესაბამის რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ. მძიმე პაციენტების რაოდენობა გაგვეზარდა და, დღევანდელი მონაცემებით, 22 მძიმე პაციენტია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81 პროცენტია, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი – 1.27%“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება პაციენტებს უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში, კლინიკამ ორი ახალი პაციენტი მიიღო, ხოლო სამი გამოჯანმრთელებული გაწერა. მძიმე პაციენტი კვლავ ორია.

ცდები ადამიანებზე: რუსეთში კორონავირუსის მეორე ვაქცინას ცდიან>>

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1341-ს მიაღწია. ამასთან, კლინიკებიდან ბოლო დღე-ღამეში გაეწერა ოთხი პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ გამოჯანმრთელდა 1092, გარდაიცვალა – 17 ადამიანი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართელოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1734)

მთავარი თემები