04:09 19 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2079)
1951 0 0

ფაქ­ტია, რომ წო­ნის პრობ­ლე­მა ყვე­ლა­ზე ხში­რად ცნობილ ადამიანებს აწუ­ხებთ, რად­გან მათი დღის რე­ჟი­მი იმ­დე­ნად დატ­ვირ­თუ­ლია, რომ ჭა­მის გრა­ფი­კი არე­უ­ლი აქვთ. გთა­ვა­ზობთ სალომე გოგიაშვილის დიეტას.

თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ამბობს, რომ სასურველ წონას საკუთარი დიეტის საშუალებით დაუბრუნდა.

„ფეისბუქზე“ გოგიაშვილი დიეტას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ და რომლითაც, გოგიაშვილის მტკიცებით, კვირაში 4 კილოგრამამდე შეიძლება დაკლება. ახლა კი ის 52 კილოგრამს იწონის.

„პირველივე დღეს აიწონებით და ერთი კილო ქრება. ძალიან გთხოვთ, ვინც დაიცავთ შედეგი მომწერეთ. წარმატებები.
1 დღე: 6 ცალი მაგრად, ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი.
2 დღე: უცხიმო ხაჭო 500 გრამი.
3 დღე: მოხარშული ქათმის ფილე 750 გრ.
4 დღე: მოხარშული ბრინჯი 200 გრ.
5 დღე: მოხარშული კარტოფილი 6 ცალი.
6 დღე: შეუზღუდავი რაოდენობის ვაშლი.

„პარალელურად შეგიძლიათ მიირთვათ ყავა და ჩაი უშაქროდ. კეფირი. აუცილებელია დღეში 2 ლიტრი წყლის მიღება. მარილი მინიმალური რაოდენობით“, – წერს ტელეწამყვანი.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2079)

მთავარი თემები