თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. ყოფილი ტელეწამყვანი სალომე გოგიაშვილი ამბობს, რომ სასურველ წონას საკუთარი დიეტის საშუალებით დაუბრუნდა.
„ფეისბუქზე“ გოგიაშვილი დიეტას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ და რომლითაც, გოგიაშვილის მტკიცებით, კვირაში 4 კილოგრამამდე შეიძლება დაკლება. ახლა კი ის 52 კილოგრამს იწონის.
„პირველივე დღეს აიწონებით და ერთი კილო ქრება. ძალიან გთხოვთ, ვინც დაიცავთ შედეგი მომწერეთ. წარმატებები.
1 დღე: 6 ცალი მაგრად, ან თოხლოდ მოხარშული კვერცხი.
2 დღე: უცხიმო ხაჭო 500 გრამი.
3 დღე: მოხარშული ქათმის ფილე 750 გრ.
4 დღე: მოხარშული ბრინჯი 200 გრ.
5 დღე: მოხარშული კარტოფილი 6 ცალი.
6 დღე: შეუზღუდავი რაოდენობის ვაშლი.
„პარალელურად შეგიძლიათ მიირთვათ ყავა და ჩაი უშაქროდ. კეფირი. აუცილებელია დღეში 2 ლიტრი წყლის მიღება. მარილი მინიმალური რაოდენობით“, – წერს ტელეწამყვანი.