ვითარება მესტიაში: მოსახლეობის სურსათით მომარაგების პრობლემა არ არსებობს

© photo: Sputnik / Stringerბლოკპოსტი ლენჯერთან
ბლოკპოსტი ლენჯერთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე მოახდინა ყველა სამსახურის მობილიზება მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობის სურსათითა და პირველადი მოხმარების საგნების უზრუნველსაყოფად.

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო ჩაკეტილ მესტიის მუნიციპალიტეტში  მოსახლეობის სურსათით მომარაგების პრობლემა არ არსებობს,  იუწყება პირველი არხი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ინფორმაციაზე დაყდნობით.

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა სოფელ ლენჯერს. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო მესტიის მუნიციპალიტეტში კარანტინი გამოცხადდა და შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა. 

ბლოკპოსტი ლენჯერში - Sputnik საქართველო
Covid-19 სვანეთში: რა ვითარებაა მესტიის მუნიციპალიტეტში

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მესტიის მოსახლეობის სურსათითა და სხვა პირველადი პროდუქციით მომარაგებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით,  სტანდარტული დისტრიბუცია, რომელიც რეგიონში სურსათით მომარაგების კუთხით მუშაობდა, ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.

„მესტიის მუნიციპალიტეტში შეიტანეს  1,235 ტონა კიტრი, 0,97 ტონა პომიდორი, 0,59 ტონა კარტოფილი, 0,98 ტონა საზამთრო, 0,3 ტონა  ნესვი,  0,15 ტონა გაყინული ქათმის ხორცი, 0,2 ტონა გაყინული საქონლის ხორცი, 1 ტონა ძეხვეული, 0,65 ტონა შაქარი, 3 ტონა ფქვილი, ასევე რძის პროდუქტები, ქატო, ნახევარფაბრიკატები და სხვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მესტიაში არსებული საკითხების გადასაჭრელად სპეციალურად შექმნილი რეგიონული შტაბი მუშაობს.

რთული ეპიდემიური ვითარების გამო მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები, ბანკები და ღია ცის ქვეშ განთავსებული კვების ობიექტები.

მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური ტესტირება კორონავირუსზე.

მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 9 511 ადამიანს შეადგენდა. მუნიციპალიტეტში 132 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ქალაქის ტიპის ერთი დასახლება – მესტია.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 1306 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1085, გარდაიცვალა – 17, კარანტინში იმყოფება 7597 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 261 პაციენტია.



ყველა ახალი ამბავი
0