20:52 04 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0107
  • 100 RUB4.4084
  • USD3.3119
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს ეკონომიკა (852)
253 0 0

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე რეგისტრირებული თვითდასაქმებულების ნახევარზე მეტმა კომპენსაცია უკვე მიიღო.

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე კომპენსაციის მისაღებად უკვე რეგისტრირებულია 42 300 ადამიანი, რომლებიც საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე გადიოდნენ. აქედან 23 806 პირზე უკვე გაიცა 300 ლარის ოდენობის კომპენსაცია. ამის შესახებ ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ განუცხადა.

ქვეყანაში იმ თვითდასაქმებულ ადამიანთა წრე, რომლებიც სახელმწიფოსგან დახმარებას იღებენ, გაიზარდა და კომპენსაციას იღებენ ისინიც, ვინც ქვეყნის ფარგლებს გარეთ სეზონურ სამუშაოებზე გადიან.

რიჟვაძის განცხადებით, მოქალაქეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას არ შეუძლია პანდემიის პირობებში მათ საზღვრის ყოველდღიურად გადაკვეთის ნებართვა მისცეს.

თუ თვითდასაქმებულები, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ, შეძლებენ და დამსაქმებლებთან უფრო გრძელვადიან შეთანხმებებს გააფორმებენ, ისინი უპრობლემოდ შეძლებენ გასვლას. ასევე კომპენსაცია ყველას ჩაერიცხება, აღნიშნა რიჟვაძემ.

დარეგისტრირებული თვითდასაქმებული მოქალაქეები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ კომპენსაცია, მას შემდეგი კვირიდან მიიღებენ.

10 აგვისტოს მონაცემებით, ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე კომპენსაციის მისაღებად რეგისტრირებულია 251 690 თვითდასაქმებული, 171 801 პირმა უკვე მიიღო ერთდჯერადი დახმარება 300 ლარის ოდენობით. სულ კომპენსაციების გაცემისთვის გადარიცხულია 51,5 მლნ ლარი.

როდის დაიწყება მშობლების რეგისტრაცია ბავშვების კომპენსაციის მისაღებად – გამოცხადდა თარიღი>>

მათ, ვინც მუდმივი სამუშაო დაკარგა პანდემიის პერიოდში, სახელმწიფო ყოველთვიურად 200 ლარს უხდის, ხოლო თვითდასაქმებულებს – ერთჯერადად 300 ლარს.

თემები:
საქართველოს ეკონომიკა (852)

მთავარი თემები