02:11 24 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9215
  • 100 RUB4.3481
  • USD3.3073
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2476)
317 0 0

იმნაძის განმარტებით, თუ ვირუსის გავრცელების კერები მოიმატებს, ქვეყანას საკმარისი რესურსი არ გააჩნია, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასშტაბური გამოკვლევა ჩატარდეს.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. მესტიის მსგავსი ლოკაციები თუ რამდენიმე წერტილში გაჩნდება, დაავადების შეკავება შეუძლებელი გახდება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ყაზბეგში კორონავირუსის კერა აღმოაჩინეს>>

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.

იმნაძის განმარტებით, მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში ქვეყანას საკმარისი რესურსი არ გააჩნია, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მასშტაბური გამოკვლევა მოხდეს.

„საბედნიეროდ, ყაზბეგში ვითარება გაცილებით კონტროლირებადია, რასაც ჯერ ვერ ვიტყვი მესტიაზე. ის 1000 სინჯი, რომელიც გუშინ ავიღეთ, რეალურად გვაჩვენებს, რა სიტუაციაა მესტიაში“, – განაცხადა იმნაძემ.

იმნაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების დაცვისკენ და აღნიშნა, რომ თუ საზოგადოება სიფრთხილეს არ გამოიჩენს, საქართველოში ვითარება ისეთივე იქნება, როგორიც მეზობელ ქვეყნებშია.

„განსაკუთრებით მოვუწოდებ მათ, ვისი ბიზნესებიც ახლა მუშაობს, სასტუმროები იქნება თუ რესტორნები – ყველამ მაქსიმალურად დაიცვას წესები თავის კლიენტებთან ურთიერთობაში. ამაზე იქნება დამოკიდებული, რა სიტუაცია იქნება ქვეყანაში. თუ გვინდა, რომ ასე მშვიდობიანად და ნელ-ნელა გავიდეთ ფონს და აცივებამდე არ დაგვემუქროს ინფექციის ფართოდ გავრცელება, საჭირო იქნება თითოეული ჩვენგანის ამ პროცესში ჩართულობა“, – განაცხადა იმნაძემ.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მესტიის მუნიციპალიტეტში მაღალი ეპიდემიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა.

მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი მოქალაქეები ვალდებული არიან გაიარონ კარანტინი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 14-ით გაიზარდა და 1278-ს მიაღწია.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7718, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 245 პაციენტია.

კორონავირუსი მსოფლიოში – 12 აგვისტოს მონაცემები>>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (2476)

მთავარი თემები