02:11 01 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.0976
  • USD3.2059
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს თავდაცვა (99)
19410

უწყების ცნობით, 18–დან 22 წლამდე სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გავლის შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ

თბილისი, 11 აგვისტო - Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი პროექტი „7 დღე ჯარისკაცად“ უახლოეს მომავალში განხორციელდება, იუწყება სამინისტროს პრეს–სამსახური.

უწყების ცნობით, ახალი პროექტი  ახალგაზრდებისთვის სპეციალურად მომზადებულ 7-დღიან სასწავლო პროგრამას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც მსმენელებს სამხედრო თემაზე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდებათ. ისინი გაეცნობიან  ჯარისკაცის ცხოვრების წესსაც.

პროექტის მიზანი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებაა.

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულმა გვარდიამ საველე მომზადების ბანაკ „პალდოში“ 18 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს უმასპინძლა და დაგეგმილი პროექტი – „7 დღე ჯარისკაცად“ წარუდგინა. 

სამხედროები სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს ქვეყნისთვის რეზერვის მნიშვნელობაზეც ესაუბრნენ.

კერძოდ, უწყების ცნობით, 18–დან 22 წლამდე სტუდენტებს სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გავლის შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. პარალელურად, რეზერვისტს სამოქალაქო სამსახური უნარჩუნდება. რეზერვისტმა წლის განმავლობაში 45-დღიანი მომზადება უნდა გაიაროს. მინიმალური წლიური ანაზღაურება კი 2 700 ლარია.

თემები:
საქართველოს თავდაცვა (99)

მთავარი თემები