პირველად საქართველოში: რეკრუტების ყოველთვიური ანაზღაურება 500 ლარით განისაზღვრა

გამოწერა
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში გამგზავრებამდე რეკრუტებს კრწანისის ცენტრში კორონავირუსზე ტესტირება, თერმოსკრინინგი და შესაბამისი გამოკითხვა ჩაუტარდათ.

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში პირველად, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას მიიღებენ, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული ინიციატივა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.

მანამდე სამთვიანი კურსის გავლა საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე ანაზღაურების გარეშე ხდებოდა.

24 ივნისიდან 319 რეკრუტი სამხედრო ცხოვრების პირველ ეტაპს ვაზიანში, საწყისი საბრძოლო მომზადების (CTC) ცენტრში გაივლის, საველე სწავლებები კი ვაზიანის აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის დასრულების შემდეგ რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სრულუფლებიანი წევრები გახდებიან. 

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში გამგზავრებამდე რეკრუტებს კრწანისის ცენტრში კორონავირუსზე ტესტირება, თერმოსკრინინგი და შესაბამისი გამოკითხვა ჩაუტარდათ.

გორში მათ სამხედრო ფორმები დაურიგდათ და ინსტრუქტაჟის შემდეგ ჯგუფებში გადანაწილდნენ. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში BCT კურსის თეორიული ნაწილი 11 დღე გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც რეკრუტებმა სამწყობრო მომზადება, ტაქტიკა, ნავიგაცია, საცეცხლე მომზადება, კავშირგაბმულობა, პირველადი სამედიცინო დახმარება და საქართველოს სამხედრო ისტორია შეისწავლეს. 

ყველა ახალი ამბავი
0