საქართველომ და ჩეხეთმა პირველადი ჯანდაცვის სექტორში თანამშრომლობა დაიწყეს

© photo: Sputnikბავშვიანი ქალი
ბავშვიანი ქალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩეხეთის განვითარების სააგენტო და გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სფეროს გაძლიერებაში დაეხმარებიან

თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. ჩეხეთის განვითარების სააგენტომ და გაეროს ბავშვთა ფონდმა („იუნისეფი“) ხელი მოაწერეს მემორანდუმს თანამშრომლობისა და ერთობლივი პროგრამის შექმნის შესახებ საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერებისთვის.

ესტონეთმა საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლისთვის ჰუმანიტარული დახმარება გადმოსცა>>

თანამშრომლობა მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების გაწევას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება დაავადებათა პრევენციაზე, დიაგნოსტიკასა და დაავადებების მკურნალობაზე, ჯანმრთელობის გამტკიცებაზე, ორსულობის მიმდინარეობის დაკვირვებაზე.

სამედიცინო აღჭურვილობა - Sputnik საქართველო
იაპონია საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად 2,8 მილიონ დოლარს გამოუყოფს

პარტნიორობის ფარგლებში, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში არსებულ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით, გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოში და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი დაიწყებენ დედებისა და ბავშვების დისტანციურ მხარდაჭერას პირველადი ჯანდაცვის ფარგლებში.

გარდა ამისა, შეიქმნება მართვის ელექტრონული საინფორმაციო სისტემა პირველადი ჯანდაცვის დონეზე ბავშვთა ჯანმრთელობისა და განვითარებასთან დაკავშირებული მონაცემების რეალურ დროში რუტინული შეგროვებისათვის, რაც შექმნის საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის შემდგომი გაძლიერების საფუძველს.

საქართველომ ბულგარეთისგან ჰუმანიტარული დახმარება მიიღო>>

საქართველომ და ჩეხეთმა უკვე წარმატებით განახორციელეს თანამშრომლობის პროგრამა ადრეული დიაგნოსტიკის, ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის კუთხით, რომელიც 2017 წელს დაიწყო.

პროგრამის ფარგლებში შეიქმნა სკრინინგ–ცენტრები ინკოდაავადებების უფასო დიაგნოსტიკისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0