სვანეთის სოფლებში კარანტინი 28 დღე გაგრძელდება

© photo: Sputnikმესტიის აეროპორტი
მესტიის აეროპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სვანეთში ადგილობრივი მოსახლეობის კორონავირუსზე ტოტალური ტესტირების გარდა, ყველა ტურისტი საკარანტინო ზონაში განთავსდება.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკარანტინო შეზღუდვები 28 დღის განმავლობაში იმოქმედებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე.

კორონავირუსის ახალი კერა სვანეთში: რა მოხდა სოფელ ლენჯერში>>

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 17 მესტიის მუნიციპალიტეტზე მოდის. ვირუსის გავრცელების მაქსიმალურად აღკვეთის მიზნით ხელისუფლებამ საკარანტინო შეზღუდვების დაწესება გადაწყვიტა.

„ისევე, როგორც ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მსგავს აფეთქებას ჰქონდა ადგილი, მნიშვნელოვანია, რომ გავლილი იყოს ორი საკარანტინო პერიოდი, რაც ნიშნავს 28 დღეს. გამომდინარე იქიდან, თუ რა დასკვნებს გააკეთებენ ეპიდემიოლოგები, დამატებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება – შემცირდება ეს პერიოდი, თუ დარჩება 28 საკარანტინო დღე“, – განაცხადა ტიკარაძემ.

COVID-19-ის ფართო გავრცელების აღკვეთის მიზნით შესაბამისი უწყებები ტურისტებს მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებული პუნქტიდან საკარანტინო ზონებში გადაიყვანენ, ხოლო მოქალაქეები, რომლებიც მუნიციპალიტეტს დატოვებენ, 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.

ამას გარდა, მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებოდნენ უშგულში, მესტიასა და ლენჯერში, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში რამე სახის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში მიმართონ ცხელების ცენტრებს, ან დარეკონ ნომერზე „112“ PCR–ტესტირებისთვის.

ბლოკპოსტი მესტიისკენ მიმავალ გზაზე - Sputnik საქართველო
მესტიაში შეზღუდვები ამოქმედდა

მინისტრის ინფორმაციით, მესტიაში ინფიცირების პირველწყარო სტუმრად ჩასული მამაკაცი გახდა.

ტიკარაძის განცხადებით, უკვე მობილიზებულია რუხის საავადმყოფო. „თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ქმედებები იყო დაწყებული საკმაოდ დროულად, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ძალიან მაღალი რიცხვი იქნება პაციენტების... ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების აქტიური ჩართულობა, რომ ეპიდემიოლოგების და სასწრაფო გადაუდებელი ცენტრის მხრიდან მოხდეს ოპერატიულად ყველა შესაძლო შემთხვევის გამოვლენა“, – აღნიშნა მინისტრმა.

მუნიციპალიტეტში ფართომასშტაბიანი ტესტირების ჩატარება იგეგმება.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაა 1250. ამასთან, ბოლო 24 საათში კლინიკებიდან გაეწერა 10 ადამიანი. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1010 ადამიანი, გარდაიცვალა – 17.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები>>

კარანტინში მოთავსებულია 6 930 ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 263 პაციენტია.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია ქვეყნის 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე ავღანეთიდან.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0