კორონავირუსის ახალი შემთხვევები და ინფიცირების წყაროები

© Sputnik / Alex Shlamovთბილისის ინფექციური საავადმყოფო
თბილისის ინფექციური საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 261 პაციენტი მკურნალობს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე 1010 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 16 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ამ დროისათვის საქართველოს COVID–ცენტრებში 261 პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთელების მაჩვენებელია 81%.

სვანეთი - Sputnik საქართველო
კორონავირუსის ახალი კერა სვანეთში: რა მოხდა სოფელ ლენჯერში

„25 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი პაციენტი არის გაჩიანიდან, 16 – დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, ერთი სამედიცინო პერსონალია, ხუთი გახლავთ „იმპორტირებული“, ანუ შემოტანილი შემთხვევა, ერთი პაციენტი აფხაზეთიდან არის გადმოყვანილი, ხოლო ერთ პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენისა და წყაროს დადგენის მიზნით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად კორონავირუსზე 27 პაციენტი მკურნალობს.

„ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა შვიდი და დაემატა ექვსი ახალი პაციენტი. დღესდღეობით გვყავს 27 დადასტურებული შემთხვევა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

კორონავირუსი მსოფლიოში – 10 აგვისტოს მონაცემები>>

ექიმები ორი პაციენტის მდგომარეობას, COVID-19-ის მიმდინარეობისა და თანმდევი დაავადებების გათვალისწინებით, აფასებენ როგორც მძიმეს. დანარჩენების მდგომარეობა ძირითადად საშუალო სიმძიმისაა.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო
კორონავირუსი საქართველოში: დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევების ნახტომისებრი ზრდა

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობაა 1250. ამასთან, ბოლო 24 საათში კლინიკებიდან გაეწერა 10 ადამიანი. სულ პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელდა 1010 ადამიანი, გარდაიცვალა – 17.

კარანტინში მოთავსებულია 6 930 ადამიანი, ხოლო ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 263 პაციენტია.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია ქვეყნის 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე ავღანეთიდან.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0