23:20 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
1022 0 0

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაულია ქურდობა, შემდეგ მოდის ოჯახური დანაშაული და ნარკოდანაშაული

თბილისი, 9 აგვისტო - Sputnik. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით საქართველოში დაახლოებით 27,8 ათასი დანაშაული მოხდა, რაც 16,8%–ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს–ს მასალებში. 

დაფიქსირებული დანაშაულის საერთო რაოდენობიდან მხოლედ მესამედი გაიხსნა. დანარჩენი ფაქტები გამოძიების პროცესშია.

მონაცემების თანახმად, საქართველოში თვეში საშუალოდ 5–5,5 ათასი დანაშაული ფიქსირდება. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა კორონავირუსის გამო ქუჩაში არ გამოდიოდა, დანაშაულის რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა.

ყველაზე ნაკლები დანაშაული მოხდა აპრილში – კორონავირუსის პიკისა და ქვეყანაში ყველაზე მკაცრი შეზღუდვების პერიოდში. 

თვე დანაშაულის რაოდენობა
იანვარი 5 334
თებერვალი 5 692
მარტი 5 366
აპრილი 3 493
მაისი 4 224
ივნისი 5 258

დანაშაული საქართველოში

ყველაზე გავრცელებული დანაშაულია ქურდობა – ნახევარი წლის განმავლობაში დაახლოებით 8,7 ათასი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 21,4% გახსნილია. 

მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. ნახევარი წლის განმავლობაში საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლებმა დაახლოებით 2,6 ათასი მსგავსი შემთხვევა დააფიქსირეს – გახსნილია 64,25%.

მესამე ადგილზე კი ნარკოდანაშაულია – დაახლოებით 18 ათასი დანაშაული ექვს თვის მანძილზე, მათგან გახსნილია 74, 26%.

ყველაზე ხშირად ჩადენილი დანაშაულთა ხუთეული: 

დანაშაულის სახეობა შემთხვევების რაოდენობა
ქურდობა 8 657
ოჯახური ძალადობა 2 593
ნარკოდანაშაული 1 764
სატრანსპორტო დანაშაული 1 512
მუქარა 1 383

 გარდა ამისა, შსს–ს ცნობით, იანვარ–ივლისის პერიოდში ქვეყანაში 53 მკვლელობა დაფიქსირდა, მათგან 19 განსაკუთრებული სისასტიკის, 216 შემთხვევა ჯანმრთელობის დაზიანების, 40 შემთხვევა გაუპატიურების, 6 შემთხვევა ადამიანებით ვაჭრობის, 17 შემთხვევა ქრთამის აღებისა და 1 შემთხვევა ტერორიზმის.

რამდენი დაისაჯა?

1 იანვრიდან 31 მაისის პერიოდში სხვადასხვა დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიეცა 8 077 პირი, მათგან 1 110–მა პირობითი სასჯელი მოიხადა. ამასთან, 2 942 პირი თბილისში დააკავეს. 3 302 ბრალდებულისთვის საქმე პირობითი მსჯავრით დასრულდა, დანარჩენი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

მთავარი თემები