03:10 02 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7560
  • 100 RUB4.1413
  • USD3.1988
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს რეგიონები (222)
56 0 0

რეგიონი თანდათანობით უმკლავდება დამანგრეველი წყალდიდობის შედეგებს – აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება, იგება დროებითი გზები, შენდება ხიდები.

თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ჯგუფების რამდენიმედღიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად სტიქიის დროს დაზიანებული ონის წყალმომარაგების მაგისტრალური მილის აღდგენა სრულდება, ნათქვამია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, უკვე დამონტაჟდა 200 მეტრი ფოლადის მაგისტრალი რთულ რელიეფურ ადგილებში, უახლოეს პერიოდში კი სრულად აღდგება ჟიჟორეთის სათავე ნაგებობა. 

ონის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის წყლით მომარაგება სტიქიის მეორე დღიდან ალტერნატიული ქსელის მეშვეობით ხდებოდა.

მუნიციპალიტეტში ინტენსიური სამუშაოები წყალდიდობის შედეგების სრული ლიკვიდაციისთვის ამ დრომდე გრძელდება.

სტიქიისგან დაზარალებულ ყველა სოფელს ელექტროენერგია უწყევეტ რეჟიმში მიეწოდება.

უამინდობისა და კოკისპირული წვიმების გამო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 12 სოფელი – 2 ათასზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. სტიქიის შედეგად დაზიანდა 10 ხიდი, 8 ადგილზე ჩაინგრა ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები. 

სულ 29 ივლისიდან დღემდე სტიქიის გამო გარე სამყაროს მოწყვეტილი სოფლებიდან 562 ადამიანის გადმოყვანა გახდა შესაძლებელი, აქედან 122 ბავშვია.

სოფლის მოსახლეობას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ვერტმფრენებით უწყვეტად აწვდიან სურსათს და საჭირო ნივთებს.

თემები:
საქართველოს რეგიონები (222)

მთავარი თემები