17:23 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1748)
99 0 0

ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1206-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 987 ადამიანი, გარდაიცვალა 17 პაციენტი.

თბილისი, 6 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში დადასტურებული კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევიდან შვიდი შემოტანილია, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

„ცხრიდან შვიდი შემთხვევა „იმპორტირებულია“. მათგან სამი სატვირთოს მძღოლია. ორ შემთხვევაში ინფიცირების წყარო უცნობია, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა", – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ამ დროისათვის COVID–ცენტრებში 240 პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 81%-ს შეადგენს.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 38 პაციენტი მკურნალობს. 

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსებული ახალი ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1206-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 987 ადამიანი, გარდაიცვალა – 17.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7071, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 294 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1748)

მთავარი თემები