პლუს 13: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

© AFP 2024 / DOUGLAS MAGNOტესტი
ტესტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1206 ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 987 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 17 ადამიანი.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 1206 ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 987, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 17 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7071, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 294 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა.

ყველა ახალი ამბავი
0