ონლაინ–ექსკურსია საქართველოში: რუსეთში ქართველებისთვის სპეციალური პროექტი იწყება

გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში პირველი ონლაინ–ექსკურსია 2020 წლის 15 აგვისტოს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე მოეწყობა.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. რუსეთში ქართული დიასპორისთვის საქართველოში უფასო ონლაინ–გასეირნების პროექტი იწყება, რომლის ინიციატორიც ქართულ–რუსული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდია. 

ბანგლადეშელი აბდულ მომინის ნამუშევარი „თევზაობა ჯამუნზე“   - Sputnik საქართველო
სტენინის სახელობის კონკურსმა ონლაინ ხმის მიცემა დაიწყო

საინტერესოა, რომ ფორმატი ითვალისწინებს არა მარტო ვირტუალურ მოგზაურობას, არამედ გიდისთვის კითხვების დასმასაც. ექსკურსიას უხელმძღვანელებს საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის თანადამფუძნებელი და წევრი, 2018 წლის პრემია „საუკეთესო გიდის“ ლაურეატი მარიკა სილაგაძე.

„ჩვენი კულტურულ–საგანმანათლებლო პროექტი შესაძლებლობას იძლევა პროფესიონალ გიდთან ერთად საქართველოში მოხვდეთ, ერთად გაისეირნოთ სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, გაიგოთ ბევრი რამ ქვეყნის ისტორიის, არქიტექტურისა და კულტურის შესახებ, მოხვდეთ ჩვენი ისტორიული სამშობლოს აქამდე უცნობ ადგილებში. ჯერჯერობით აღნიშნული პროექტი მხოლოდ დიასპორებზეა გათვლილი, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ დროთა განმავლობაში მასში ჩაერთოს ყველა ის ადამიანი, ვისაც საქართველოს გაცნობა სურს“, – განაცხადა ქართულ–რუსული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ.

საქართველოს დედაქალაქში პირველი ონლაინ–ექსკურსია 2020 წლის 15 აგვისტოს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე მოეწყობა.

ონლაინ–ექსკურსიაზე უფასოდ ჩაწერა შესაძლებელია აქ.

ყველა ახალი ამბავი
0