11:29 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სელებრითების ცხოვრება (2076)
55262 0 0

სოციალურ ქსელში ქართველი მსახიობი შემაშფოთებელ ინფორმაციას აქვეყნებს. ცნობილი ხდება, რომ ბოლო პერიოდში ის მხოლოდ მიტოვებულ ბაღებში ნაპოვნი ხილით იკვებებოდა.

მსახიობი მაია შენგელია შიმშილის ნიადაგზე საავადმყოფოში მოხვდა. ინფორმაციას თავად მსახიობი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მსახიობის თქმით, ორი წლის წინ, უკიდურეს გაჭირვებაში მყოფმა, გადაწყვიტა ადამიანების მიერ სხვადასხვა მიზეზით მიტოვებული ხეხილის ბაღებისთვის ჩამოეარა საკვების მოსაპოვებლად და გარკვეული პერიოდის მანძილზე მხოლოდ ასე მოპოვებული ხილით იკვებებოდა.

მსახიობი წერს, რომ მეგობარმა მწერლებმა სიტყვა შეაწიეს იმ პირებთან, ვისაც რაიმე დახმარების აღმოჩენა ხელეწიფება, თუმცა ამ პროცედურებს დრო სჭირდება, მანამდე კი იძულებულია ისევ მიტოვებულ ბაღებს ჩამოუაროს.

ქალი ამბობს, რომ ბედნიერებაა, რომ ხეებს მაინც არ ემართება კორონავირუსი.

თემები:
სელებრითების ცხოვრება (2076)

მთავარი თემები