17:18 20 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8057
  • 100 RUB4.2817
  • USD3.2140
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (314)
158 0 0

აბიტურიენტებმა სამი სავალდებულო გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი – შერჩევით

 

თბილისი, 5 აგვისტო - Sputnik. ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ოსურ ენაში ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგები გამოქვეყნდა, ნათქვამია  შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები  6 ივლისს დაიწყო და დღეს დასრულდა. გამოცდების საბოლოო შედეგები საპრეტენზიო განაცხადების განხილვის, ქულების გათანაბრებისა და სკალირების შემდეგ გამოქვეყნდება.

ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ოსურ ენაში  საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე  online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი. 

გამოცდების ეროვნულიც ცენტრის ცნობით, პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, ე.წ. ნედლი ქულის ნახვის შესაძლებლობა. 

 

აბიტურიენტები შედეგების გაგებას  მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.

 „აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ რომ საგანში, რომელშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო,  მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საკითხის გარკვევა  სხვადასხვა  ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ ხდება“, -აღნიშნულია განცხადებაში. 

ორივე საგნის (ქართული ენა და ლიტერატურა და ოსური ენა)  მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულა ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე (ე. ი. 17, 50 ქულაზე) მეტია. 

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებმა სამი გამოცდა ჩააბარეს – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი საგანი შერჩევით – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებით ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.

2020 წლის გამოცდებში 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი,  3 600-ზე მეტი სტუდენტი, 12 600-ზე მეტი მაგისტრობის კანდიდატი,  12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი მონაწილეობდა.

სააპელაციო განცხადებების მიღება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება. განცხადებების მიღება ელექტრონული ფორმით ვებგვერდზე www.naec.ge მოხდება.

თემები:
განათლება საქართველოში (314)

მთავარი თემები