12:27 05 დეკემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0304
  • 100 RUB4.4551
  • USD3.3115
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (2649)
145 0 0

სატვირთო ავტომობილების მძღოლებს პირდაპირ საზღვარზე – კორონავირუსის სწრაფი ტესტის მეშვეობით ამოწმებენ.

თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს დაუფიქსირდა, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

სატვირთო ავტომობილების მძღოლებს საქართველოში პირდაპირ საზღვარზე – კორონავირუსის სწრაფი ტესტის მეშვეობით ამოწმებენ. COVID-19–ზე ეჭვის შემთხვევაში ისინი კლინიკაში გადაჰყავთ, სადაც დიაგნოზი ზუსტდება PCR–ტესტით.

„ინფექციურ საავადმყოფოს ორი ახალი ინფიცირებული დაემატა, ორივე ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია, ინფიცირებულები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან. ერთი რუსეთიდან არის შემოსული, მეორე- აზერბაიჯაიდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მესამე პაციენტიც მძღოლია, რომელიც საქართველოში თურქეთიდან ჩამოვიდა. როგორც ბათუმის კლინიკის ექიმმა გია კიკაბიძემ განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობაა 1 171. აქედან გამოჯანმრთელდა 947 ადამიანი, გარდაიცვალა 17.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.


თემები:
COVID-19 საქართველოში (2649)

მთავარი თემები