თბილისი, 1 აგვისტო – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს დაუფიქსირდა, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.
სატვირთო ავტომობილების მძღოლებს საქართველოში პირდაპირ საზღვარზე – კორონავირუსის სწრაფი ტესტის მეშვეობით ამოწმებენ. COVID-19–ზე ეჭვის შემთხვევაში ისინი კლინიკაში გადაჰყავთ, სადაც დიაგნოზი ზუსტდება PCR–ტესტით.
„ინფექციურ საავადმყოფოს ორი ახალი ინფიცირებული დაემატა, ორივე ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოტანილია, ინფიცირებულები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან. ერთი რუსეთიდან არის შემოსული, მეორე- აზერბაიჯაიდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მესამე პაციენტიც მძღოლია, რომელიც საქართველოში თურქეთიდან ჩამოვიდა. როგორც ბათუმის კლინიკის ექიმმა გია კიკაბიძემ განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობაა 1 171. აქედან გამოჯანმრთელდა 947 ადამიანი, გარდაიცვალა 17.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.