00:47 15 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6292
  • 100 RUB4.1886
  • USD3.0738
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1413)
187 0 0

კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ხუთ შემთხვევაში ინფიცირების წყარო საქართველოს საზღვრებს გარეთ დაფიქსირდა.

თბილისი, 31 ივლისი — Sputnik. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მათი უმეტესობა „შემოტანილია“, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

რვიდან ხუთი ე.წ. შემოტანილი, „იმპორტირებული“ შემთხვევაა, ერთი – უკვე დადასტურებულის კონტაქტი, ერთი გაჩიანს (გარდაბნის რაიონი) უკავშირდება. კიდევ ერთი მედიცინის მუშაკია.

ე.წ. იმპორტირებული შემთხვევებიდან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის COVID–ცენტრებში მკურნალობას განაგრძობს 249 პაციენტი. განკურნების მაჩვენებელია 80,5%.

„რაც შეეხება თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მონაცემებს, კლინიკაში ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ერთი შემთხვევა დაემატა. შესაბამისად, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 41 პაციენტი მკურნალობს. ყველა მათგანის მდგომარეობა საშუალო და მასზე მსუბუქია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ორონავირუსი საქართველოში – რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულია 1 168 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 940, გარდაიცვალა 17, საქართველოს 41 მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან არის ჩამოყვანილი, მათ შორის 38 სამხედრო მოსამსახურეა.

კარანტინში იმყოფება 6588 ადამიანი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 323 პაციენტია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1413)

მთავარი თემები