04:47 24 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ჯანდაცვა საქართველოში (228)
119 0 0

„ზოგი ჭირი მარგებელია“ – რომ არა კორონავირუსის პანდემია, თვალნათლივ ვერ ვნახავდით, რა შეუძლია ჩვენს ჯანდაცვის სისტემას.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. კორონავირუსმა აჩვენა, როგორი უნდა იყოს საქართველოს ჯანდაცვა და როგორი პლატფორმა უნდა ჰქონდეს, განაცხადა „პირველი არხის“ ეთერში ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

კორონავირუსი საქართველოში: ვისი და რისი სჯერა მოსახლეობას>>

მისი თქმით, კორონავირუსმა აჩვენა, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მცირე რყევების დროს ქვეყანამ არსებულ გამოწვევებთან გამკლავება შეძლოს.

„(ვირუსმა) გვასწავლა, რა არის ჯანდაცვის სწორი პლატფორმა და, შესაბამისად, მისი სწორი ვერტიკალი; როგორი საკანონმდებლო ჩარჩო გვჭირდება იმისთვის, რომ მცირე ტურბულენციის შემთხვევაში საჭირო არ იყოს მაქსიმალური ენერგიის დახარჯვა და შესაძლებელი იყოს ამ ტურბულენციის დაძლევა იმ ინსტრუმენტებით, რომელსაც სწორი საკანონმდებლო ჩარჩო მოგვცემს“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ამას გარდა, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 300-ზე მეტი საავადმყოფოა, ძალზე რთული იყო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის 33 უსაფრთხო კლინიკის შერჩევა.

ტიკარაძემ ასევე განაცხადა, რომ თუ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა არ იქნება, მხოლოდ სახელმწიფო და სპეციალისტები ვირუსთან გამკლავებას ვერ შეძლებენ.

„ეს დამყოლობა მაღალი იყო მარტში, აპრილში და მაისში, რაც იყო მთავრობის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვების მიზეზი. თუ ეს დამყოლობა დაიკლებს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ეფექტური მართვის შედეგად და ასევე გადაუდებელი დახმარების ცენტრის და ეპიდემიოლოგთა კვლევების ინტენსივობით ვეღარ შევძლებთ, რომ ამ ვირუსს ისევე ეფექტურად გავუმკლავდეთ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ვაქცინასა და საზოგადოების ნაწილის უნდობლობას მის მიმართ, ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველო შემოიტანს მხოლოდ მრავაჯერ გამოცდილ და სრულიად უსაფრთხო ვაქცინას. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ეცდება მაქსიმალურად მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას, რათა ვაქცინის მიმართ ნდობა გაიზარდოს.

მასობრივი ვაქცინაცია COVID-19-ზე: ჯანმო ახალ პროგნოზს აქვეყნებს>>

„შემდეგ უკვე მცირე ჯგუფებით დავიწყებთ ვაქცინაციას და, დარწმუნებული ვარ, მივიღებთ სასურველ შედეგს“, – აღნიშნა მინისტრმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 1 155 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 927, გარდაიცვალა 16 პაციენტი.

თემები:
ჯანდაცვა საქართველოში (228)

მთავარი თემები