პირველი ამიერკავკასიაში: თბილისში კენ ვოლკერის სახელობის სარეაბილიტაციო კლინიკა გაიხსნა

გამოწერა
კენ ვოლკერის სახელობის კლინიკაში განთავსდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სარეაბილიტაციო მიმართულებების ყველა სტრუქტურული ერთეული და შეიქმნება სრული სარეაბილიტაციო კლინიკური ბაზ

თბილისი, 24  ივლისი — Sputnik.  თბილისში კენ ვოლკერის სახელობის ახალი სამედიცინო რეაბილიტაციის კლინიკა გაიხსნა,

კლინიკა 200 ბავშვზე და 250 ზრდასრულზეა გათვლილი.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მთავრობის წევრები და საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი. 

დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო
ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზება: სასწავლო პროცესი შერეული მოდელით

 „ეს სარეაბილიტაცია ცენტრი სრულად იქნება ორიენტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ფუნქციურ დამოუკიდებლობაზე და ამაზე დიდი მიზანი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჩვენი ყოველდღიური, ნორმალური ცხოვრების ღირსეულ პარტნიორებად გავხადოთ, არ არსებობს.  ეს არის სახელმწიფოს, ჩვენი თითოეული მოქალაქის მიზანი. რა თქმა უნდა, ამას ექნება სერიოზული რეგიონალური და საერთაშორისო მნიშვნელობა“, – განაცხადა პრემიერმა გახარიამ.

პროექტის მიზანი რეგიონში პირველი საერთაშორისო გამოცდილებებზე დაფუძნებული, მაღალკვალიფიციური სარეაბილიტაციო მომსახურებისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური სასწავლო ბაზის შექმნაა.

აღნიშნული კლინიკა ამიერკავკასიაში პირველია, რომელიც აღჭურვილია ამერიკული და ევროპული მაღალტექნოლოგიური სარეაბილიტაციო მოწყობილობებით და საჭიროების მქონე პირებს სთავაზობს სრულ კომპლექსურ  სარეაბილიტაციო მომსახურებას. კლინიკა თბილისში 1 ივლისიდან ფუნქციონირებს, სადაც მუშაობენ ადგილობრივი სპეციალისტები, რომლებმაც გადამზადების კურსები  USAID–ისა და EMORY–ის პროგრამა „ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში გაიარეს.

კლინიკის მშენებლობა კერძო ინვესტორის მიერ დაფინანსდა. კომპანია Foresight Investment Group–მა ორ კლინიკაში – თბილისსა და ბათუმში – ექვსი მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. ბათუმში კენ ვოლკერის სახელობის კლინიკა 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა.

თბილისის კლინიკა 8 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული, გარდა ამისა, 4,5 ათასი  კვადრატული მეტრი ფართობი სარეკრეაციო–სარეაბილიტაციო ზონას უკავია. 

სამედიცინო აღჭურვილობა - Sputnik საქართველო
იაპონია საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად 2,8 მილიონ დოლარს გამოუყოფს

კენ ვოლკერის სახელობის კლინიკაში განთავსდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სარეაბილიტაციო მიმართულებების ყველა სტრუქტურული ერთეული და შეიქმნება სრული სარეაბილიტაციო კლინიკური ბაზა: ფიზიკური მედიცინის დეპარტამენტი, სამედიცინო რეაბილიტაციისა და სპორტული მედიცინის დეპარტამენტი, სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის კლინიკური ცენტრი, კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის დეპარტამენტი.

კენ ვოლკერი ემორის უნივერსიტეტის მედიცინის, ნევროლოგიისა და გლობალური ჯანდაცვის სკოლის (აშშ, ატლანტა) პროფესორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, თბილისისა და საქართველოს საპატიო მოქალაქე იყო. იგი ჩართული იყო გლობალური ჯანდაცვის სფეროში, ამ მიმართულებით მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც.

კენ ვოლკერი საქართველოს პირველად 1992 წელს, USAID–ის პროგრამა Georgia to Georgia-ის ფარგლებში ეწვია. სწორედ მისი მხარდაჭერითა და ძალისხმევით ამოქმედდა გაცვლითი პროგრამები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ემორის უნივერსიტეტს შორის. ვოლკერის მხარდაჭერით საქართველოში  შეიქმნა თანამედროვე გადაუდებელი დახმარების (Emergency Room) დეპარტამენტი და საგანმანათლებლო პროგრამა, გადამზადდნენ პრაქტიკოსი ექთნები, მუშაობა დაიწყო საექთნო სკოლამ, ხოლო 2018 წელს კი დაარსდა „ქართულ-ამერიკული საექთნო საზოგადოებრივი კოლეჯი“.

ვოლკერს საქართველოს საპატიო მოქალაქის სტატუსი 2005 წელს მიენიჭა, 2011 წელს კი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. 2016 წელს ჯორჯიის შტატის საავადმყოფოების ასოციაციამ, სიცოცხლის განმავლობაში სამედიცინო განათლებასა და მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მას  უმაღლესი ჯილდო „გმირის“ ტიტული გადასცა. ვოლკერი 2018 წლის 22 თებერვალს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0