რატიანი: თუ ნორმებს მომავალშიც დავიცავთ, კორონავირუსთან ბრძოლა უფრო იოლი იქნება

© photo: Levan Ratiani / FBლევან რატიანი
ლევან რატიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროფესორი მიიჩნევს, რომ თუ მედიკოსების რეკომენდაციებს მომავალშიც დავიცავთ, ბევრად იოლი იქნება COVID-19-ის მეორე ტალღასთან გამკლავება.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების გახშირებას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ჰიგიენური ღონისძიებების ჯაჭვის გაწყვეტას უკავშირებს.

ბოლო სამ თვეში პირველად გუშინ საქართველოში კორონავირუსული ინფექციის ერთბაშად 24 შემთხვევა გამოვლინდა, დღეს – 12.

კორონავირუსი საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა>>

რატიანის თქმით, თუ ჰიგიენურ ნორმებს ყველა დაიცავს, ვირუსთან ბრძოლა უფრო იოლი და შედეგიანი იქნება.

„ბოლო პერიოდში „კოვიდ-19" ჩვენ ქვეყანაში ელიმინაციის (აღმოფხვრის) სტადიაზე იდგა. ე.წ. პირველი ტალღა თითქმის დასრულებულია, მაგრამ რამდენიმე დღეა წამოვიდა ახალი შემთხვევები. ახალი შემთხვევების მატება დაკავშირებულია იმ ჰიგიენური ღონისძიების ჯაჭვის წყვეტასთან, რომლის გატარებაც აუცილებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსახლეობას მოვუწოდებ, დაიცვან სოციალური დისტანცია, პირადი ჰიგიენა და სხვა ნორმები", – განუცხადა „პირველ არხს“ პროფესორმა რატიანმა.

ამ დროისათვის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა, მაგრამ თუ საავადმყოფოს დახმარება იქნება საჭირო, კლინიკა მზადაა კვლავ ჩაერთოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს რომ არ მოხდეს, რატიანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, მაქსიმალურად დაიცვან ყველა დაწესებული ნორმა.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
ფრთხილად! ინფიცირებულთა რაოდენობა უფრო მეტი გახდა, ვიდრე გამოჯანმრთელებულების

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 1085-ს მიაღწია.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 911 ადამიანი, გარდაცვლილია – 16, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5936, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 268 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0