დაგეგმეთ ტურები თუშეთში: ფშავი–აბანო–ომალოს გზა გაიხსნა

© Roads Department of Georgiaთუშეთის გზა
თუშეთის გზა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახეთის რეგიონის გუბერნატორი არ გამორიცხავს, რომ მოსალოდნელი უამინდობის გამო ახალი გზა შეიძლება ისევ ჩაიკეტოს.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. თუშეთისკენ მიმავალ ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე, რომლის ერთ-ერთ მონაკვეთზე უამინდობის შედეგად ჩამოშლილი მიწის გამო გადაადგილებაზე შეზღუდვა იყო დაწესებული, ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. 

თუშეთისკენ მიმავალი გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო
საქართველოს ყველაზე სახიფათო გზა კვლავ ჩაიკეტა - წვიმებმა ის გაუვალი გახადეს

საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, 22 ივლისის დილით უხვი ნალექის გამო გზის 36-40 კმ მონაკვეთზე მიწა ჩამოიშალა. გზის გაწმენდითი სამუშაოები თუშეთის გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელმა კომპანიამ ჩაატარა.

„იქ იმუშავა შესაბამისმა ტექნიკამ და გზის გაწმენდა დღის ბოლოს მოხერხდა... ტრანსპორტმა, რომელიც ორივე მხარეს იყო თავმოყრილი, მოძრაობის გაგრძელება უკვე შეძლო. არ გამოვრიცხავ, უსაფრთხოების მიზნით, პოლიციამ ღამით დროებით ისევ დაკეტოს თუშეთის მიმართულებით გზა, რადგან მთაში უამინდობაა მოსალოდნელი“, – აღნიშნა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

თუშეთის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ის ღიაა მაისიდან ოქტომბრამდე, დანარჩენი ექვსი თვის მანძილზე კი გაუვალი ხდება.

ეს ქალაქ თელავისა და სოფელ ომალოს ერთადერთი დამაკავშირებელი გზაა და მისი სიგრძე 72 კილომეტრია.

ყველა ახალი ამბავი
0