საქართველოს ყველაზე სახიფათო გზა კვლავ ჩაიკეტა - წვიმებმა ის გაუვალი გახადეს

© Roads Department of Georgiaთუშეთისკენ მიმავალი გზის გაწმენდა
თუშეთისკენ მიმავალი გზის გაწმენდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერი წვიმის გამო ჩამოიშალა თუშეთთან დამაკავშირებელი გზის 36-40 კმ მონაკვეთი, ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. თუშეთისკენ მიმავალი ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა გადაკეტილია - უხვი ნალექის გამო მის რამდენიმე მონაკვეთზე ჩამოიშალა გზა, იუწყება საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

თუშეთში პოლონელი ტურისტი დაშავდა: ქალი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს - Sputnik საქართველო
თუშეთში პოლონელი ტურისტი დაშავდა: ქალი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

დეპარტამენტის მონაცემებით, ჩამოშლა მოხდა გზის 36-40 კმ მონაკვეთზე.

გზის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია.

„ადგილზე მობილიზებულია თუშეთის გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანიის შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები“, – განაცხადა პირველი არხის ეთერში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ლადო კახოიძემ.

თუშეთის საავტომობილო გზა ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევა არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ის ღიაა მაისიდან ოქტომბრამდე, დანარჩენ ექვს თვეში კი გაუვალი ხდება. ეს ქალაქ თელავისა და სოფელ ომალოს ერთადერთი დამაკავშირებელი გზაა და მისი სიგრძე 72 კილომეტრია.

ყველა ახალი ამბავი
0