ახალი დიზაინის პრესის ჯიხურები – რას გეგმავს მერია

გამოწერა
თბილისში არსებული ჯიხურები, მათ შორის პრესის, დემონტაჟს 2011 წელს, მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაექვემდებარა.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. თბილისის მერია პრესის ჯიხურების ახალი დიზაინის შემუშავებას იწყებს.

როგორც დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ასეთი ჯიხურებისთვის ქალაქში სპეციალური ადგილები გამოიყოფა. 

კალაუბანი - Sputnik საქართველო
თბილისი მერია ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას გეგმავს

„იმისთვის, რომ ბეჭდური მედიის გავრცელებას ხელი შევუწყოთ, ქალაქში შესაბამის ადგილებს გამოვყოფთ, სადაც პრესის ჯიხურები განთავსდება“, – განაცხადა კალაძემ.

მისი განმარტებით, ჯიხურების დიზაინი საქალაქო სამსახურებთან კოორდინაციაში შემუშავდება.

თბილისში არსებული ჯიხურები, მათ შორის პრესის, დემონტაჟს 2011 წელს, მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაექვემდებარა. ეს განხორციელდა „ნაციონალური მოძრაობის“ პროექტ „1 000 ჯიხურის“ ფარგლებში – დედაქალაქში ახალი ჯიხურები უნდა დაედგათ. როგორც თბილისის მერიაში მაშინ აცხადებდნენ, პროექტის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა იყო. მაგრამ ჩატარებულ ტენდერებში ძირითადად გაიმარჯვეს მსხვილმა კომპანიებმა – „კოდა“, „იოლი“, „ნუგეში“. ჟურნალისტებმა და საქართველოს პრესის ასოციაციის წევრებმა მაშინ ახალი პროექტი შეაფასეს, როგორც თავისუფალი მედიის, კერძოდ, ბეჭდური მედიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რაც საპროტესტო აქციებით არაერთხელ გააპროტესტეს.

ყველა ახალი ამბავი
0