ვინ ცდილობდა შაქარაშვილის საქმის ერთადერთი ვიდეო-მტკიცებულების გაყიდვას – ახალი დეტალები

© photo : Shakarashvili Anni / FBგიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. გაუქმებული რესტორნის დარაჯი ნუგზარ ოთარაშვილი 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მტკიცებულების გაყიდვას აპირებდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „მთავარი არხი“ ავრცელებს.

იაკობ ბრეგვაძე - Sputnik საქართველო
„რატომ ვარ დაზარალებული“ - შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ გამოძიებას კითხვები დაუსვა

ტელეკომპანიის ინფორმაციით, საქმის მასალების მე-20 ტომში დევს ნუგზარ ოთარაშვილის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ იგი იმ ვიდეო-მოწყობილობის გაყიდვას აპირებდა, რომელზეც 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმის მთავარი მტკიცებულება ინახებოდა. საუბარია რესტორან „ელდორადოს“ კამერებზე.

რესტორანი, რომელიც ახლა აღარ ფუნქციონირებს, არაგვის ხიდთან მდებარეობს. სავარაუდოდ, საუბარია იმ კადრებზე, სადაც ჩანს „მერსედესისა“ და „ტოიოტა ქამრის“ არაგვის ხიდზე მისვლა და შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ პირებზე თავდასხმა.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
„მთელი ქვეყნის ტრაგედია“ - გახარიამ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

18 ივნისს მცხეთის ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება იყო, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო, რომელსაც გიორგი და მასთან ერთად კიდევ ხუთი ახალგაზრდა გაერიდა. აგარაკზე დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ დასახმარებლად თბილისიდან მოიხმო მეგობრების ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით რამდენიმე მანქანით წავიდნენ.

სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე თბილისისკენ ფეხით მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოახერხა. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას დაიკარგა.

შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო
შაქარაშვილის საქმე: შსს-ში ანა გაბეჩავას გამოკითხვა დასრულდა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სამი მუხლით მიმდინარეობდა: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის მეგობარი სტუდიაში ატირდა - Sputnik საქართველო
გიორგი შაქარაშვილის სიტყვების გახსენებაზე მეგობარმა იტირა – ემოციური ვიდეო

გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, ნათქვამია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, თუმცა იქვე მითითებულია, რომ გარდაცვლილს ბლაგვი-მკვრივი საგნით სიცოცხლეშივე მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანებები.

ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი – დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.

ყველა ახალი ამბავი
0