ფილტრაცია, სტერილიზაცია და სხვა ფუნქციები: ქართველის ელექტრონიღაბმა სერტიფიკაცია გაიარა

© photo: David Mizandari / FBელექტრონიღაბი
ელექტრონიღაბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიზანდარმა ნიღაბი 3D–პრინტერზე 48 საათში შექმნა. მას აქვს აკუმულატორი, რომელიც დატენის შემდეგ 8-12 საათი მუშაობს.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. ქართველი გამომგონებლის დავით მიზანდარის მიერ შექმნილმა პირველი მრავალჯერადი ელექტრონული ნიღბის პროტოტიპმა, რომელიც ინფექციებისგან იცავს, ლაბორატორიული დასკვნა მიიღო.

ქართველმა ახალგაზრდამ პირველი ანტივირუსული ელექტრონიღაბი გამოიგონა>>

დავით მიზანდარმა თავის Facebook-გვერდზე გამოაქვეყნა დასკვნა, რომელსაც ხელს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აწერს, და სადაც ნათქვამია, რომ მისმა გამოგონებამ ყველა ეტაპი გაიარა – იდეიდან, თეორიიდან დაწყებული, პრაქტიკით და ლაბორატორიული დასკვნით დამთავრებული. გამომგონებელმა მადლობა გადაუხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან არსებულ ლუგარის ლაბორატორიის პროფესიონალთა ჯგუფს.

„კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ელექტრონულ რესპირატორს MIZ-MASK გერმიციდული ნათებით გააჩნია ბაქტერიოციდული ეფექტი და იგი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბაქტერიული ინფექციების გამომწვევთა წინააღმდეგ", – ნათქვამია ლაბორატორიის დასკვნაში.

საინტერესოა, რომ ნიღაბი სულ 48 საათში შეიქმნა 3D–პრინტერის მეშვეობით. ნიღბის შემუშავებისას მიზანდარმა ჰაერის ფილტრაციისა და სტერილიზაციის რამდენიმე მეთოდი გამოიყენა. საბოლოოდ მის ნიღაბში ჰაერი 99,9%-ით იფილტრება.

კორონავირუსი მიკროსკოპში - Sputnik საქართველო
მნიშვნელოვანი გარღვევა: შექმნილია კორონავირუსის მანათობელი კლონი

ნიღაბს აქვს აკუმულატორი, რომელიც დატენის შემდეგ 8-12 საათი მუშაობს. ადამიანებისთვის, ვისაც ჰაერის უკმარისობა აქვს, ელექტრონიღაბს გააჩნია ფუნქცია Boost Air On, რომელიც, სუნთქვის რიტმიდან გამომდინარე, ადამიანს ჰაერის აუცილებელ ნაკადს ავტომატურად აწვდის.

აპარატს ასევე შეუძლია ულტრაიისფერი სხივების გამოსხივება, რომელსაც სხვადასხვა საგნის (ტელეფონი, საფულე და ა.შ.) სტერილიზაცია შეუძლია. ნიღბის გაწმენდა შესაძლებელია სველი ქსოვილით, ადვილად იცვლება ფილტრიც.

დავით მიზანდარი პროფესიით ენერგეტიკოსია, თუმცა მოასწრო სხვადასხვა სფეროში მუშაობა. ის არის Biletebi.ge-ს თანადამფუძნებელი, პირველი 3D ქვევრის ერთ-ერთი შემქმნელი და Geocell-ის ბიზნესის განვითარების ყოფილი მენეჯერი.

ყველა ახალი ამბავი
0