ქართველმა ახალგაზრდამ პირველი ანტივირუსული ელექტრონიღაბი გამოიგონა

© photo: David Mizandari / FBელექტრონიღაბი
ელექტრონიღაბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიღბის შემუშავებისას გამომგონებელმა ჰაერის ფილტრაციისა და სტერილიზაციის რამდენიმე მეთოდი გამოიყენა. საბოლოოდ, მის ნიღაბში ჰაერი 99,9%-ით იწმინდება.

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. დავით მიზანდარმა მრავალჯერადი ელექტრონიღბის პირველი პროტოტიპი შექმნა, რომელიც ვირუსული ინფექციებისგან იცავს. ამის შესახებ გამოგონების ავტორმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

როგორც ავტორი აღნიშნავს, ნიღაბი სულ რაღაც 48 საათში 3D პრინტერის მეშვეობით შექმნა. ამ ეტაპზე ის მუშაობს ფილტრისა და ულტრაიისფერი სტერილიზატორის მეშვეობით.

ნიღბის შემუშავებისას მიზანდარმა ჰაერის ფილტრაციისა და სტერილიზაციის რამდენიმე მეთოდი გამოიყენა. საბოლოოდ, მის ნიღაბში ჰაერი 99,9%-ით იწმინდება.

ნიღაბს აქვს აკუმულატორი, რომელიც დატენვის შემდეგ 8-12 საათი მუშაობს.

„მათ, ვისაც აქვთ სუნთქვის უკმარისობა, ან საჭიროა მეტი ჰაერი ფიზიკური დატვირთვის დროს, ნიღაბს აქვს BOOST AIR ჩართვის ფუნქცია, რაც მიკროძრავით ჰაერის ნაკადის ავტომატურ მიწოდებას ახორციელებს სუნთქვის რიტმის მიხედვით“, – წერს გამოგონების ავტორი.

აპარატი ასევე ასხივებს ულტრაიისფერ სხივებს, რომლებსაც სხვადასხვა საგნის, მაგალითად, ტელეფონის, საფულის სტერილიზაციაში დახმარება შეუძლია. ნიღბის გაწმენდა შესაძლებელია სველი ან სპირტიანი ქსოვილით. ადვილად იცვლება ფილტრიც.

პროტოტიპის ტესტირებისა და მისი უნარიანობის შემოწმების შემდეგ მორიგი ნაბიჯია მისი რეალიზაცია, აცხადებს ავტორი. სახელმწიფოს დაინტერესების შემთხვევაში მიზანდარი აცხადებს, რომ მზადაა დახმარებისთვის, ასევე აღნიშნავს, რომ ნიღბების წაღება შესაძლებელია სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტადან“.

დავით მიზანდარი პროფესიით ენერგეტიკოსია, თუმცა მოასწრო სხვადასხვა სფეროში მუშაობა. ის არის Biletebi.ge-ს თანადამფუძნებელი, პირველი 3D ქვევრის ერთ-ერთი შემქმნელი და Geocell-ის ბიზნესის განვითარების ყოფილი მენეჯერი.

ყველა ახალი ამბავი
0