14:20 27 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8158
  • 100 RUB4.2209
  • USD3.2285
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (225)
113 0 0

ამ დრომდე მედიკამენტის მისაღებად მოქალაქეებს სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლოეს განყოფილებაში სპეციალური რეგისტრაცია უნდა გაევლოთ, ახლა კი ამის გაკეთება ონლაინ შეიძლება.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოში ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების გაცემა გამარტივდა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ მედიკამენტების უფასო მიწოდების სახელმწიფო პროგრამაში.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ქრონიკული დაავადების მქონე პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა 2017 წლის 1 ივლისიდან აამოქმედა. პროგრამა გათვლილია გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკული დაავადებების, მეორე ტიპის დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის, ეპილეფსიისა და პარკინსონის დაავადებების მქონე მოქალაქეებზე.

ამ დრომდე ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ მედიკამენტის მისაღებად მოქალაქეებს სოციალური მომსახურების სააგენტოს უახლოეს განყოფილებაში სპეციალური რეგისტრაცია უნდა გაევლოთ და წარმოედგინათ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100)

ახლა კი იგივე მოქალაქეები მედიკამენტებს მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი ელექტრონული რეცეპტით მიიღებენ.

ამასთან, მიმდინარე წლიდან შეიცვალა სახელმწიფო პროგრამის მოდელი – მისი ინტეგრირება მოხდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ახალი მოდელის პირობებში მედიკამენტი უფრო მეტი აფთიაქიდან გაიცემა და მიწოდებაშიც წყვეტა არ იქნება.

ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის ეკა ადამიას თქმით, ახალი მოდელის პირობებში აფთიაქი თავად ხდება ვალდებული, უზრუნველყოს მედიკამენტის მიწოდება ბენეფიციარისთვის.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა და სიმბოლურ ფასად მედიკამენტების მიღება შეუძლიათ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 ათასს, ასევე პენსიონერებს, შშმ პირებს, პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებულ მოქალაქეებს.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (225)

მთავარი თემები